რეზონანსი
29.01.2021

ევროპის წამლების სააგენტომ ევროკავშირის ტერიტორიაზე კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

„პრეპარატების კომიტეტი რეკომენდაციით გამოვიდა, AstraZeneca-ს ვაქცინისთვის დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა გაიცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომელიც ევროპულმა მარეგულირებელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის დაამტკიცა. მანამდე ევროკავშირმა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე იყენებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×