რეზონანსი
05.02.2021

4 თებერვალს ფოთში, მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე 45 წლის გურამ ახალაიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.

შალვა შალიკაშვილის ძმის, გია შალიკაშვილის ცხედარი ზუსტად 15 წლის წინ, 2006 წლის 5 თებერვალს, პალიასტომის ტბაში სამთვიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ცხედარს სხეულზე ქვები ჰქონდა მიბმული. 

გია შალიკაშვილის დედის, მაგული ტყებუჩავას თქმით, ამ ფაქტის ერთადერთი მოწმე იყო მისი მეორე შვილი – შალვა შალიკაშვილი, რომელიც გუშინ შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს:

„გურამ ახალაიას მფარველობდნენ… მათ (ახალაიებს) ახლობლობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ოღონდ რა ახლობლობა არ ვიცი. მაშინ, საოლქო პროკურორი იყო როლანდ ახალაია. მე ვიცი, რომ გურამ ახალაიას დედა იყო მისული როლანდ ახალაიასთან.

მე ჩემი შვილის (გია შალიკაშვილის) საქმეზე ვიყავი მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, ასევე, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და ვთხოვდი საქმის უსწრაფეს გამოძიებას, თუმცა მაშინ არ გამოიძიეს და თაროზე შემოდეს.

გურამ ახალაიამ, რომელმაც ამ ამბის მერე საქართველო დატოვა და ევროპაში წავიდა საცხოვრებლად, სულ ცდილობდა ჩემი შვილის, შალვა შალიკაშვილის მოშორებას, რადგან ის იყო ერთადერთი მოწმე ამ საქმის“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" მაგული ტყებუჩავამ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×