რეზონანსი
05.02.2021

ყველა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში იქნება დამგმობი განცხადებები, არ მივცემთ რუსეთს მოსვენებას, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს, - ამის შესახებ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია, რომლის მსგავსი სცენარებიც ადრეც გვინახავს.

„ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც მიმართულია დესტრუქციისკენ, რომელიც მიმართულია, რათა ეს უკანონო ქმედება იყოს გამოყენებული ქვეყნის, ასევე შიდა პოლიტიკური პროცესების ასარევად, ასე ვთქვათ. მსგავსი სცენარები ვიხილეთ უკვე, თუნდაც იგივე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების დროს. ამიტომ თანმიმდევრულად, აუცილებლად გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და მხარდაჭერის მობილიზაციას, უკვე დაწყებული არის ეს პროცესი. ყველა სტრუქტურა, ვინც ჩართულია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში - თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ყველა, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი - მაქსიმალურად იყოს წნეხი გაზრდილი რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან პატივი სცეს პირველ რიგში საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპებს.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო რუსეთის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელშიც პირდაპირ დაადანაშაულა მიმდინარე ოკუპაციაში რუსეთი, დაადანაშაულა იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე რომ, ძალიან თვალნათელია, ყველაფერი ხელისგულზე დევს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×