რეზონანსი
05.02.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წესები, რომლებიც სკოლებისთვისაა დადგენილი, ერთნაირად შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს.

თამარ გაბუნიას თქმით, სწავლის მოდელთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებს უნდა ჰქონდეთ.

„ის წესები, რომლებიც არის დადგენილი სკოლებისთვის, ერთნაირად შეეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, საჯარო სკოლებს. ამდენად, რა თქმა უნდა, მისი გათვალისწინება ყველასთვის აუცილებელია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სკოლების ნაწილი უარს აცხადებს ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლაზე, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურ რეჟიმში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×