რეზონანსი
05.02.2021

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან საპროტესტო აქცია გამართა. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი.

გზის გახსნის შემდეგ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა იგოეთში, პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

ოჯახის წევრები და ახლობლები სეპარატისტული რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ „განაჩენს“ აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. ისინი ქმედითი ნაბიჯების გატარებას ითხოვენ, რათა ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×