რეზონანსი
07.03.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად, შეთანხმება ცივილური გზით მომხდარიყო.

ამასთან, იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია მოლაპარაკების ფორმატის ერთგული რჩება.

"ის, რომ ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად მოლაპარაკება შემდგარიყო და შეთანხმება მომხდარიყო ცივილური გზით, ვფიქრობ, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება და ყველაზე მძიმე მათთვის იქნება ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები.

"ქართული ოცნება" არის მოლაპარაკების ფორმატის ერთგული, ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ინტერესები და არა ვიწრო პარტიული მნიშვნელობა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი კი, ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და მტკიცებულებები იქ წარმოადგინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )