რეზონანსი
08.03.2021

გუშინ თელავში თელავში, გოშაძის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 27 წლის აკაკი აბრამიშვილმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აბრამიშვილმა მშობლები, 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი, 61 წლის გურამ აბრამიშვილი და 86 წლის ბებია, პისტოლეტით დახოცა და მომხდარის შესახებ პოლიციას თავადვე შეატყობინა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, აკაკი აბარამიშვილი დღეს ქუჩაზე ველოსიპედით მოძრაობდა და მისთვის აღელვება არ შეუმჩნევიათ.

„დღეს, ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თავადვე დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო,” – თქვა „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მეზობელმა.

გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.

თავად აკაკი აბრამიშვილმა, თბილისის ერთ- ერთი სასწავლებელი დაასრულა და მუშაობდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით მან სამსახური მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )