რეზონანსი
30.03.2021

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ცალკეულ საკითხებზე იყო საუბარი, რთულია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ტექსტი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ელოდება, რომ ულტიმატუმებზე საუბარი აღარ იქნება.

„საუბარი იყო ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირობებთან დაკავშირებით ისე არ არის მდგომარეობა, როგორც მის წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს. არ შემიძლია, წინასწარ იმის თქმა, როგორი იქნება ტექსტი, რომელზეც საუბრობს ბატონი დანიელსონი, მაგრამ ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ ყველა შემთხვევაში აისახება ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×