რეზონანსი
30.03.2021

ოჯახისა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს, - ამის შესახებ დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მისი თქმით, მეგი ბაქრაძე კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ.

„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე 28 წლის გოგონა, რომელსაც დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

მეგი ბაქრაძე კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ. ის იყო აქტიური ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება.

ოჯახისა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.

ასევე, მოგმართავთ თხოვნით, არსებული პროცედურების შესაბამისად, მოხდეს ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა. მისი ოჯახისა და შვილების გვერდში დგომით შევძლებთ მათთვის ამ დიდი ტრაგედიისა და ტკივილის შემსუბუქებას", - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×