რეზონანსი
30.03.2021

ოპოზიციას სულ უფრო ცოტა დრო რჩება მანევრირებისთვის, - ამის შესახებ თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე წერს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რჩებიან პოლიტიკური ავანტიურის მორღვეულ კალაპოტში, თუ ირჩევენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის გზას და ამის საშუალებას მათ მოლაპარაკებების ფორმატი აძლევს.

„მივიღეთ რეალობა, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის გვერდით საქართველოს პარტნიორებს - აშშ-სა და ევროკავშირს უწევთ ოპოზიციის ნაწილისთვის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების შეხსენება. ჩვენი ქვეყნის მეგობრები აქტიურად მიუთითებენ ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან, რომ უპრეცედენტო გლობალური კრიზისისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ოკუპანტის პოზიციების გაძლიერების ფონზე, დესტრუქცია და ბოიკოტი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ მინიშნების ავტორები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვეული უაპელაციო თავდასხმის ობიექტები ხდებიან.

ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის რაციონალური ნაწილი სწორ არჩევანს გააკეთებს და მმართველი პოლიტიკური ძალის მსგავსად ნამდვილი კომპრომისის მისაღწევად გადადგამს ნაბიჯს", - წერს ტალიაშვილი.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×