რეზონანსი
30.03.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ გაღრმავდება.

"ვალდებული ვარ ეს ვთქვა, დიდი იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" არ აუკრავს ხელს ევროკავშირს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზის განმუხტვა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ შემდეგი გზა იქნება კიდევ უფრო მძიმე და მათ შორის, "ქართული ოცნების" ისტებლიშმენტისთვის და ქვეყნისთვის. ეს უნდა ვთქვა, ამის ვალდებულება მაქვს.

თუ "ქართული ოცნებისგან" არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ შეთანხმება მოხდეს, ყველა პუნქტზე წინ გადმოდგას ნაბიჯი, მე ძალიან რთულად მესახება უკვე საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მიახლოებაც კი.

როდესაც პოლიტიკური ტყვეები ჰყავს ქვეყანას და არ ათავისუფლებს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ტყვე, საპყრობილეშია, წარმოუდგენელია რა სახის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე შეიძლება ვისაუბროთ,"- განაცხადა "დღის კურიერში" ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×