რეზონანსი
30.03.2021

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მოაწერს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელმაც ქვეყნის განვითარების გზა უნდა განსაზღვროს.

„სრულიად ვიზიარებ ბატონი დანიელსონის მოსაზრებას, რომ თუ შეთანხმება შედგა, გამარჯვებული იქნება არა რომელიმე მხარე, არამედ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურს ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც მის არჩევანს აქვს შესაბამისი შედეგი საარჩევნო პროცესში. ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება" ამას აცნობიერებს და შესაბამისი განწყობით მოვიდა. გუშინ დავინახეთ, რომ საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციები და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მედიატორმა მიიღო გადაწყვეტილება წარუდგინოს მხარეებს საკუთარი ხედვა, როგორ ესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მედიატორის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი ხედვა, თუმცა ცხადია, ამ შეთანხმებას მოვიაზრებთ, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, და ცხადია, ვერ დავთანხმდებით ვერანაირ პირობას, რომელიც ქვეყანაში განამტკიცებს ერთპარტიულ ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შეთანხმების ყველა პუნქტი და მედიატორის მიერ წარმოდგენილი ხედვა ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არის მიშელის გეგმაში დაფიქსირებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×