რეზონანსი
30.03.2021

წლის პირველ ნახევარში შევძლებთ გამოვაცხადოთ ინვესტორებისთვის კონკურენტული შერჩევის პროცესი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.

„პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, რომ გავააქტიუროთ მომზადება ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა რეგიონში, ზოგადად გლობალურადაც და პანდემიის პირობებში. აქტიურად ვმუშაობთ განვაახლოთ სატენდერო დოკუმენტაცია. ვფიქრობთ, რომ წლის პირველ ნახევარში შევძლებთ გამოვაცხადოთ ინვესტორებისთვის კონკურენტული შერჩევის პროცესი",- განაცხადა ნათია თურნავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×