რეზონანსი
30.03.2021

ასეთი გააფთრებული ბრძოლა იმისთვის, რომ ნიკა მელია დაეჭირათ და ციხიდან არ გამოვიდეს, არის სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი მოლაპარაკებები არ აინტერესებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ სამართლებრივი გზა იმისა, რომ ნიკა მელიამ თანხა გადაიხადოს და ამის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რეალურია.

"მელიას დაპატიმრება თავიდანვე გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. რა საკვირველია, როცა პარტიის ლიდერი დაკავებულია, ეს დაძაბულობას განაპირობებს. მიზანიც სწორედ ეს იყო. "დაიჭირეთ მელია" - ეს იყო მოწოდება და ეს მოწოდება ახლაც აქტუალურია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აქვს მოლოდინი იმისა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.

"ვერავინ უარყოფს იმაზე, რომ ხუთ ძირითად თემაზე გვაქვს პოზიტიური მოსაზრება, რათა ქვეყანა ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×