რეზონანსი
30.03.2021

შევახსენებ საზოგადოებას, ის რომ დღეს ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის (და ამას კომპრომისს ეძახიან), ამის საფუძველი შევქმენით ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ", როცა უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მხარეებმა არა ვიწროპარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ.

„ჩვენ რომ ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილება შეგვეწყვიტა, მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას აზრი აღარ ექნებოდა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, ვგრძნობთ და ჩვენი გადაწყვეტილებები ნაკარნახებია იმით, რომ არ შევქმნათ რაიმე ფორმის კრიზისი, რისი შექმნის მცდელობაც მათ აქვთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×