რეზონანსი
30.03.2021

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, კონცერტების მიზანია, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების, კამერული ანსამბლისა და კვარტეტის და კლავიშიანი საკრავების მიმართულების სტუდენტები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×