რეზონანსი
01.04.2021

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას ჩვენი ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილური არ არის და გაუარესების ტენდენცია გვაქვს, კომენდანტის საათი მობილობის შემცირების ერთ-ერთი იარაღია. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. ევროპის ქვეყნებში კომენდანტის საათი დააწესეს 18:00 საათიდან. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მარტის შუა რიცხვებში როგორი ეპიდსიტუაციაც გვქონდა, ასე თუ გაგრძელდებოდა, მაშინ განვიხილავდით კომენდანტის საათის შემცირებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×