რეზონანსი
01.04.2021

წუხელ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­ქა­ლა­ქი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი იყო. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. პოზ­ნე­რი თავ­და­პირ­ვე­ლად, რუს შო­უ­მე­ნებ­თან ერ­თად, სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტელს" სტუმ­რობ­და, ის სტუმ­რებ­თან ერ­თად ვახ­შმობ­და. თუმ­ცა სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბა პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უ­წია. სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტე­ლი" კი შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, 10 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტე­ლი" ბიზ­ნეს­მენს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რს ბენო ქა­შა­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის. 

"ბო­დი­ში, ძა­ლი­ან მძი­მე ღამე მქონ­და, არც დი­ლაა იოლი. სტუმ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ, აღარ არი­ან, აღარც ჩა­მოვ­ლენ. მე კი ბო­დი­ში - ალ­ბათ გა­მი­გებთ... ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სამ­წუ­ხა­რო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ისი­ნი ყო­ველ წელს ჩვე­უ­ლებ­რივ და­დი­ოდ­ნენ აქ, სხვა­გან და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს რეს­ტორ­ნის გახ­სნას, მათ ჩა­მოფ­რე­ნა და­აგ­ვი­ა­ნეს და ვე­ღარ შევ­ცვა­ლე გეგ­მა, დაგ­ვსა­ჯეს კი­დეც ამის­თვის - 10 ათას­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით.

ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ასე­თი დახ­ვედ­რა, ცუდი რე­აქ­ცია ჰქონ­და

ყვე­ლა ყო­ველ­თვის აგ­ვი­ა­ნებს და კა­ნო­ნი არა შეგ­ნე­ბუ­ლად და­ირ­ღვა, თა­ნაც - პირ­ვე­ლად. ასეთ დიდ ჯა­რი­მას არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, მგო­ნია, არც - რის­ხვას“, - განუცხადა "ამბებს" ქაშაკაშვილმა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×