რეზონანსი
01.04.2021

ჟიგიმანტას პავილიონისს თავისი სიტყვების გამო, სადაც ის ამბობს, რომ - "აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო" ბოდიში ჯერ არ მოუხდია,- ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჟიგიმანტას პავილიონისი ჩვენ მაშინაც გავაკრიტიკეთ, როდესაც თქვა - აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო. ახლა არ მოგვიფიქრებია. გახსოვთ პრემიერ ღარიბაშვილის მწვავე კრიტიკა, პირადად ჩემი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით და ჟიგიმანტასმა დღეს მიპასუხა სირცხვილიაო.

როგორც ვიცი, ჯერ ამ ადამიანს ბოდიში არ მოუხდია თავის სიტყვებისთვის. აფხაზეთი უკვე დაკარგეთო ამაზე ბოდიში მოიხადა გია ბარამიძის მეგობარმა პავილიონისმა? ჩემს ნათქვამს რომ სირცხვილს უწოდებს, ბოდიში მოიხადა აფხაზეთი უკვე დაკარგეთ და ახლა სხვა რაღაცებსაც ნუ დაკარგავთო, რომ გვეუბნებოდა?! ჯერ ბოდიში მოიხადოს და შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები, ვინც არ უნდა იყოს, რუსეთის მოქალაქე იქნება, ამერიკის, საფრანგეთის, ლიეტუვის, თუ საქართველოს მოქალაქე მათ შორის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×