რეზონანსი
01.04.2021

საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, აი, ყველაფრის ნაზავი არის და სიმბოლო იმისი, როგორი რეჟიმი გვყავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ერთი საკითხია, როდესაც საბჭოთა დროიდან საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტის შემოშვებას დათანხმდები და მეორეა, როდესაც შენი მოსახლეობა ჩაკეტილი გყავს, ხოლო ასეთ ადამიანს პრივილეგიებს ანიჭებ.

„ეს არის მთავრობის დიაგნოზი, როდესაც ამის შემდეგ იწყებ უტიფრად კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლების კმაყოფილებას იწვევ, რომ აი, ეს კაი მთავრობაა, იქ ხალხი არ ვარგა, სწორედ ასე თქვეს. ყველა ამ ადამიანის შემოშვება და შემდეგ, რაც მთავარია, პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება, ესკორტებით გაცილება, ეს არის სახე ივანიშვილის რეჟიმის. ისინი არ არიან ჩვენი მოქალაქეების სამსახურში, ისინი არიან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში და მზად არიან, ქვეყნის მტრების საქმე აკეთონ ყველა ფრონტზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×