რეზონანსი
01.04.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ნახტომისებურ ზრდაში არ გადავა, შეზღუდვები საჭირო არ გახდება.

„გთხოვთ ყველას, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო, ყველაზე დიდ დღესასწაულს, რაც არის საქართველოში, შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით დღევანდელთან მიმსგავსებული ეპიდსიტუაცია გვექნება, არ წავა ნახტომისებურ ზრდაში, სერიოზული წინააღდგომო შეზღუდვები არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დღეს არსებული კლასტერები გამრავლდა და შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია წინააღდგომო პერიოდში. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას რეკომენდაციების დაცვისკენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×