რეზონანსი
11.04.2021

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მისი სიმამრის ქონების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი არის პარტიული ტელევიზიების მიერ მიზანმიმართული კამპანია, რომ სცადონ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩემ ოჯახს, ჩემს სიმამარს სახელმწიფოსგან არც ფულის სანაცვლოდ და არც უსასყიდლოდ არანაირი მიწის ნაკვეთი არ მიუღია. ეს ყველაფერი, რასაც ამბობენ, ტყუილია. მე ვთავაზობ, წარმოადგინონ დოკუმენტაცია, თუკი ისინი თუნდაც ერთ საეჭვო კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტს დაადასტურებენ, მე რა თქმა უნდა, მზად ვარ დაუყოვნებლივ დავტოვო როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ასევე საპარლამენტო მანდატი. ვინაიდან ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანი მუშაობდეს შელახული რეპუტაციით და წარმოადგენდეს ხალხს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )