რეზონანსი
11.04.2021

გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ სერგი კაპანაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყველამ იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია მათი მოსაზრება, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ამატებს, რომ კასეტური ბომბები იყო გამოყენებული ცხინვალში. რა თქმა უნდა, გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას. შემდეგ მოვისმინეთ განმარტებები, თითქოს ის ცხინვალს არ გულისხმობდა, უფრო სწორად, გულისხმობდა სამხედრო სამიზნეებს, თუმცა ყველამ, ვინც ამ საკითხში ერკვევა იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალული არის “, - აცხადებს პაპუაშვილი.

დეპუტატი 2008 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ მიღებულ რეზოლუციას იხსენებს, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ დაუჭირა მხარი და რომლის მეხუთე პუნქტშიც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი დაბომბეს.

„დღეს, როცა ცდილობენ ახსნან საკუთარი საქციელი, საუბრობენ სხვა პუნქტებზე, რომლებშიც საუბარია ოკუპაციაზე და იმ კარგ ჩანაწერებზე, რომელიც ამ რეზოლუციაში არის. თითქოს ამ ჩანაწერების გამო ამ კომპრომისზე წავიდნენ. უპირველეს ყოვლისა, რანაირი კომპრომისია, როცა კომპრომისის აქეთ მხარეს დგას ის, რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას, აბრალებ კასეტური ბომბების გამოყენებას. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კომპრომისის ნაწილი იყოს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )