რეზონანსი
11.04.2021

იყო თუ არა ალკოჰოლური სასმელი საპროტესტო კარვებში - გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვების დაშლის შემდეგ გავრცელდა, არყის ბოთლები ჩანს, თუმცა აქციის მონაწილეები სასმლის მოხმარებას უარყოფენ.

დღეს, დღის მეორე ნახევარში სამართალდამცავებმა ნამოხვანში საპროტესტო კარვები იმ მიზეზით დაშალეს, რომ მოსალოდნელია მდინარე რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. სამართალდამცავებმა კარვების დემონტაჟი მშვიდ ვითარებაში განახორციელეს.

დღეს, დღის განმავლობაში რიონში გაუჩინარებულ მამაკაცზე, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მდინარეში შესვლის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს აქციის მონაწილეთა ნაწილი. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის, შინაგანაწესის მიხედვით ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ იკრძალება.

კარვების დაშლის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ კარვების დაშლის შემდგომ იქ არყის ბოთლები დევს. აქციის მონაწილეების ნაწილის განცხადებით, ეს ალკოჰოლი მათი არ არის და სამართალდამცავებმა "ჩაუდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )