რეზონანსი
12.04.2021

ოკუპირებულ გალში დღეს დაკრძალეს, 7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული ახალგაზრდა ქალი თამარ ცატავა. დაღუპული ქალის ნათესავის ინფორმაციით, იგი ავადმყოფი შვილისთვის საჭირო საბუთების მოსაგვარებლად გადმოდიოდა.

„ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედია დაგვემართა. 7 წლის ანრი გვალიას ხერხემალზე აქვს თიაქარი, გაუკავდა ცალი ფეხი. ბავშვი სასწრაფოდ არის გადასაყვანი თურქეთში. ელემენტარული დევნილის მოწმობის საბუთი ვერ აიღეს აქ. იცით ზუგდიდზე ვართ დამოკიდებული ყველაფრით. ხიდით, რომ წამოსულიყო ხუთდღიანი კარანტინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლო, აქეთ ბავშვის ავადმყოფობის გამო დროში იწვებოდა… ახლა კი სამუდამოდ გამოეთხოვა მის ოჯახს და შვილებს, პატარა სამი წლისაა… რა ქნას მცირეწლოვანი შვილების მამამ ზაზა გვალიამ, როგორ გაუძლოს ამ ტრაგედიას ან ავადმყოფ შვილს როგორ უმკურნალოს? ბედის ანაბარა მიტოვებულ აფხაზეთში“, – განუცხადა "პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა.

7 აპრილს ენგურის ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )