რეზონანსი
12.04.2021

ორ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას გა­ვა­ტა­რებთ და შემ­დგომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ი­კე­ტე­ბა გზა - მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ დღეს არ მოხ­და შე­ტა­კე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, - ამის შე­სა­ხებ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან და ასე გააგრძელებნ მომავალშიც. ის მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ნუ შე­იყ­ვანს პრო­ცესს ჩი­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

“ორ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლია, გა­ვა­ტა­რებთ. აქ ჩვენ მთე­ლი ღამე უნდა გა­ვა­ტა­როთ, აქ არი­ან ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, ამი­ტომ რომ არ მოხ­დეს რამე ინ­ცი­დენ­ტი შემ­თხვე­ვით, ამ ორ მან­ქა­ნას გა­ვა­ტა­რებთ და ისევ გა­და­ი­კე­ტე­ბა გზა. რად­გან ამ მან­ქა­ნებ­ზე ქვე­ბი აწყვია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რომ მერე რა­ღაც არ მოხ­დეს და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ხდე­ბა ყო­ველ­თვის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ან არ გად­მო­ვარ­დეს რამე, ამ ორ მან­ქა­ნას გა­ვა­ტა­რებთ. ეს არ არის “ენ­კას” მან­ქა­ნე­ბი ეს არის კა­რი­ე­რი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ქვე­ბი, ანუ სხვა კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც გრა­ნი­ტის მო­პო­ვე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ხე­ო­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და გზა გა­ეხ­სნათ და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )