რეზონანსი
12.04.2021

პაატა იმნაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის საკითხის გამოეხმაურა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ რეგულაციის შეცვლა რისკების შეფასებაზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი მოქმედებდა ქვემო ქართლში, როდესაც იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე რეჟიმი მოქმედებდა სვანეთში შარშან ზაფხულში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი. სხვათა შორის, არა მინიმალური 5-დღიანი, არამედ გაცილებით მეტი. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება. ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები“, - განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )