რეზონანსი
12.04.2021

გუმათში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ნამხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გუმათიდან, ნამოხვანში გადასვლას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

ამასთან აქციაზე გამოჩნდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი აქტივისტები. ასევე ე.წ. კანონიერი ქურდი. ჰესის მშენებლობის მხარდამჭერთა ინფორმაციით, საპროტესტო ტალღას აქტიურად უჭერს მხარს კრიმინალურ სამყაროში „მუსას“ ზედმეტსახელით ცნობილი რომან ლომთაძე, ასევე მისი ძმა. ეს ადამიანები აქციებზე ბოლო დღეებში გამოჩდნენ.

დღეს ასევე „გუმათჰესის“ ტერიტორიაზე აჭარიდან ჩავიდნენ რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე. წულუკიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და გურიაში სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა. „დავინახე ხალხი როგორ დგას წვიმაში და ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. გამიჩნდა პროტესტის გრძნობა მეც და ჩემს სამეგობროსაც და ჩამოვედით. ვუცხადებთ სოლიდარობას და ვუჭერთ მხარს. როცა კიდევ იქნება საჭირო ჩამოვალთ, მხოლოდ კარგი მიზნისთვის“, - აცხადებს წულუკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )