რეზონანსი
12.04.2021

დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ არა - ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც ,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, გაბედულად უნდა იმოქმედონ.

„ მოვუწოდებდი „გირჩს“ და სხვებსაც, ვისაც შემოსვლა უნდა, გაბედონ! თქვან, რომ შემოვლენ და საკითხებზე იმუშავებენ. ვისაც შემოსვლა უნდა, მათი მხრიდან უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო, უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ - არა.

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც საშინელი პრობლემების წინაშე დგას. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნის და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე.

ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც.

საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ, თუ არა?! უბრალოდ „ოდირის“ დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

როგორც ალეკო ელისაშვილი დასძენს, პარლამენტში მყოფმა დეპუტატებმა ხალხზე უნდა იფიქრონ.

„ჩვენი პარტიიდან 22 რომ ვიყოთ, ბრდღვნას გავადენდით საკითხებს, ეს დროც მოვა. ყველა ნახავს რისთვის ვართ შესულები, რამდენი ვიქნებით და რამდენ საქმეს გავაკეთებთ, იმასაც ვნახავთ. ჩვენთან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები რაღაცებით არიან გართულები“,-აცხადებს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )