რეზონანსი
12.04.2021

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მესამე ტალღასა და მოსალოდნელ შეზღუდვებზე ისაუბრა:

„ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ყველა გამონათქვამს. როგორც გვესმის, ჯერჯერობით ამ ტიპის შეზღუდვაზე ლაპარაკი არ იქნება იმიტომ, რომ იმ ბიზნესების უმრავლესობა, რომლებიც ამ ლოქდაუნების შემდეგ დარჩა, უბრალოდ, ფუნქციობას ვეღარ გააგრძელებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, საცალო სავაჭრო სექტორი და რითეილი, რომელიც ახლა იწყებს გამოცოცხლებას, მიიღებს ახალ სასიკვდილო დარტყმას, თუ მაისშიც 2 კვირით მოგვიწია დაკეტვა. 

დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს, იგივე ტიპის ლოქდაუნი დღის წესრიგში არ არის, თუმცა, როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, არ ვიცით. ძალიან კარგად მახსოვს 28 ნოემბრის ლოქდაუნი, როცა 24 საათში შეიცვალა ყველაფერი, ამიტომ ყველაფერი არის მოსალოდნელი. მაშინაც იგივეს გვეუბნებოდნენ 24 საათით ადრე, რომ არაფერი დაიკეტებოდა, მაგრამ ერთბაშად დაგვხურეს.

ვმუშაობთ სხვა ბიზნესასოციაციებთან და უახლოეს დღეებში ოფიციალურ მიმართვას გავავრცელებთ კიდევაც მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი განცხადება, რა თქმა უნდა, პრემიერზე იქნება მიმართული. ის მოიცავს ყველა დარგისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ტექსტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ეს საჭირბოროტო საკითხები იქნება - ტურისტული სექტორის აღდგენა, კომენდანტის საათთის შემსუბუქება, საშეღავათო პაკეტები და ა.შ.“-აღნიშნა "პალიტრანიუსის" ეთერში ყარალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )