რეზონანსი
12.04.2021

სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციურია ის მოქმედებები, რასაც სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ ამ დღეებში. ვუსმინე ე.წ. განმარტებებს იქ მყოფი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისგან და ეს განმარტებები არის უტიფარი სისულელე. არანაირი უფლება არ აქვთ გადაადგილება შეუზღუდონ თუნდაც ამ პროტესტის მონაწილეს ან არამონაწილეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე საუბრისას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელებს არ აქვთ უფლება მოქალაქეებს გადაადგილება შეუზღუდონ.

„სტიქიური უბედურება თუ ხდება, მაშინ არის ხოლმე შეზღუდვები, საომარი მოქმედება თუ არის, მაშინ შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილება, მაგრამ იმის გამო, რომ მათ არ მოსწონთ ამ პროტესტის შინაარსი, ამის გამო გადაადგილების შეზღუდვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი არამარტო მათთვის, ვინც ამ პროტესტის მხარდამჭერია, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რადგან მთავრობა, რომელიც ნებისმიერ საკითხზე ასეთი მოქმედების უფლებას აძლევს საკუთარ თავს, უხეშად ლახავს ყველას თავისუფლებას. იგივე შეეხება კარვების აღებას, კერძო ტერიტორიაზე ადამიანების შეკრების უფლებას. ვისმენდი ერთ-ერთი პოლიციელის განმარტებას, იქ ვიღაცას აბულინგებენო, ესეც სამართლებრივად სრული აბსურდია. ბუნებრივია, ვინმე თუ ვინმეს ფიზიკურად ხელს შეუშლის ან პირისპირ შეურაცხყოფას მიაყენებს, თუნდაც ირიბად ვიღაცას ხელს შეუშლის სამუშაოს შესრულებასა ან გადაადგილებაში, ეს სხვა შემთხვევა იქნება, მაგრამ მე რასაც ვუყურებდი, ისინი კანონებს ემორჩილებიან, პირიქით, ცდილობენ, ეს ყველაფერი კანონიერ ფარგლებში იყოს. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებისა, აქვთ თანასწორი უფლება მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური აზრი, მათ შორის გრძელვადიანი პროტესტით, კარვების დადგმით ის, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის თუნდაც ვინმეს შინაარსობრივად აგრესიული გზავნილი ჰქონდეს. სამწუხაროდ, აქციის მონაწილეების ნაწილი იყენებს ქსენოფობიურ ლოზუნგებს, მე არ ვიზიარებ ამ განწყობილებებს, ვგმობ ყველას, ვინც ასე სვამს საკითხს, თუმცა მათ აქვთ უფლებები“, – განაცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )