რეზონანსი
13.04.2021

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარი ინცინდენტის მონაწილე სპორტსმენები სამართალდამცველების კითხვებს გვიანობამდე პასუხობდნენ. დაპირისპირება მათსა და აჭარიდან ჩამოსულ პირებს შორის მოხდა.

როგორც ისინი იხსენებენ აქციაზე შენიშნეს პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები, რომლებიც, ასევე პატრიარქის შეურაცხყოფენ. გამოკითხვაზე იყო ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

დაპირისპირება ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ძმები წულუკიძეების გამოჩენას მოჰყვა. ისინი იმერეთში აქტივისტების მხარდასაჭერად აჭარიდან ჩავიდნენ.

წულუკიძეები ბოლო პერიოდში არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ და მათ შორის გურიაში, სადაც მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი სწორედ აჭარიდან ჩასულ პირებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მოხდა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )