რეზონანსი
13.04.2021

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე დღეს, 13 აპრილს გამოძიებამ "ასტრაზენეკას" ვაქცინის ის ფლაკონი უნდა ამოიღოს, რომლითაც 27 წლის მედდა კლინიკა "იმედში" აიცრა. ადვოკატებს მოწმეთა ჩვენებები კითხვის ნიშნებს უჩენთ.

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც დამაგრდება საქმეზე, გვექნება საშუალება, რომ დავათვალიეროთ ეს ფლაკონი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 საათი და 40 წუთი, ან თუ ამ დროს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა. 

ჩემს ხელთ არსებული პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამხარაულს ძალიან უჭირს დასკვნის დაწერა, თუმცა რა არის მიზეზი, ამის შესახებ არ ვარ ინფორმირებული", - თქვა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა. 

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )