რეზონანსი
13.04.2021

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძობდა უამრავი დახმარების და ოპერაციების მიუხედავად გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა.

გიგის 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში დაუდგინდა „არნოლ კიარის“ მალფორმაციის დიაგნოზი. გაუკეთდა ორი ოპერაცია უშედეგოდ. მესამე ოპერაციაზე გაუკეთდა შუნტირება, რის შემდეგაც ამ დიაგნოზის მხრივ მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მისი ნევროლოგიური მდგომარეობა რეგრესოთ განვითარდა, რაც გამოიხატა დამოუკიდებლდ გადაადგილების გაძნელებაში, კოორდინაცია მკვეთრად დაერღვა, ვიდრე მანამდე.

ბოლო პერიოდში გაუძნელდა ყლაპვა, რასაც თან ახლდა ყოველი კვებისას ძლიერი ხველება გადაცდენების გამო. ამოს შემდეგ, მიიყვანეს 25 იანვარს სხვა კლინიკაში, სადაც სავარაუდო წინასწარ დიაგნოზად „ენცეფალიტი”-ტვინის ანთება დადგინდა.

ამასთან, ტომოგრაფიით გამოიკვეთა წანაზარდი, ე.წ გრანულომა, რომელიც 4 თებერვალს, საკმაოდ სარისკო ოპერაციით ამოიკვეთა და გაიგზავნა ანალიზებზე თუმცა, დღემდე, ერთ თვეზე მეტია, უამრავი სხვა ანალიზის მიუხედავად ზუსტი დიაგნოზი ვერ დგინდება და მკურნალობენ ორ სავარაუდო დაავადებაზე. ესენია: ტუბერკულოზი, სარკოიდოზი. ორივე დაავდება ძალიან საშიშია, თუმცა, რეალურად არ არსებობს არცერთი მათგანის არსებობის დამადასტურებელი არანაირი დასკვნა.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )