რეზონანსი
13.04.2021

ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა აღკვეთის ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

„ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და არავითარი რისკი იმისა, რომ მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს. ესაა სწორედ აღკვეთის ღონისძიების მიზნები და ვერავინ დაარწმუნებს სასამართლოსა და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ნიკამ მელია სადმე გაქცევას აპირებს და სასამართლოს ხელი შეეშლება მისი თავისუფლების პირობებში. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით, გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს", - განაცხადა კონდახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )