რეზონანსი
14.04.2021

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით ვილნიუსისა და ვარშავის მგზავრების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „18 აპრილიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ბათუმს, მგზავრების გადაყვანა მოხდება ქალაქის ცენტრამდე. შეთავაზებები ძალაშია აეროპორტის ორივე ოფიციალური გადამყვანის შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდის გაუქმებამდე“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო მგზავრის თანმხლები პირის შემთხვევაში, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.

„თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ამ შემთხვევაშიც, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1) ზე. მგზავრთა რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება გაფრენამდე სამი საათით ადრე.

ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე – georgianbus.com და omnibusexpress.ge ან ადგილზე კომპანიების წარმომადგენლებთან.

„შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )