რეზონანსი
14.04.2021

ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნე სივრცეები, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აკეთებს.

მისივე თქმით, ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს.

"დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე, ლოქდაუნზე, დახურვებზე. ამ ეტაპოზე ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ჩვენი სურვილია ეფექტური მართვის პირობეში, არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება.

ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნე სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა პირობების დაცვა, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა. სხვა სექტორზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ამ ეტაპზე. ამ ეტაპისთვის განიხილება ყველაზე მაღალი რისკის მქონედ ის დაწესებულებები სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები. მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა. შევეცდებით გავყოთ სარესტორნე ბიზნესი - კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ, ჩვენ გამოვავლენთ, რომელი სექტორის მხრიდან არის დარღვევები და ინდივიდუალურად მივუდგებით, შემდეგ ინფექციის მაჩვენებელი გვაჩვენებს და დამატებით ვიმსჯელებთ. რისკი იმისა, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს, ძალიან მაღალია", - განაცხადა ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "დღის თემა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )