რეზონანსი
14.04.2021

“თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხი გამოვა სხვადასხვა ქალაქებში და მოაწყობენ ბლოკირებას, იქ, სადაც თვითონ არიან. ამის შემდეგ თითოეული ჩვენგანი დავიწყებთ დედაქალაქში პერმენენტულ აქციებს, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები”.

ამის შესახებ რიონის ხეობის დამცევლმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტეებს განუცხადა.

“მივდივართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩვენი 9 თანამებრძოლის პროცესი მიიმდინარეობს, რომლებიც უკანონოდ დააკავა პოლიციამ გუშინ და დღეს. პირდაპირი მნიშვნელობით მოგვტაცეს თითოეული მათგანი. მივდივართ, მოვუწოდოთ, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლონ, შემდეგ დავბრუნდებით ცენტრალურ მოედნზე და დავრჩებით ამაღამ. ამის შემდეგ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხი გამოვა სხვადასხვა ქალაქებში და მოაწყობენ ბლოკირებას, იქ, სადაც თვითონ არიან. ამის შემდეგ თითოეული ჩვენგანი დავიწყებთ დედაქალაქში პერმანენტულ აქციებს, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები” განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )