რეზონანსი
14.04.2021

ახალი პარტია, რომელიც შეიქმნება, მთავარი თავსატეხი და პრობლემა იქნება „ქართული ოცნებისთვის",- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, სადაც უმრავლესობიდან წასული დეპუტატებსა და გიორგი გახარიას პოლიტიკური მომავალზე ისაუბრა.

როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, გიორგი გახარიას, რომ საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა გამოხმაურებებმა აჩვენა.

„ახალი პარტია, რომელიც შეიქმნება, მთავარი თავსატეხი და პრობლემა იქნება „ქართული ოცნებისთვის". მათი მხარდამჭერები არიან „ქართულ ოცნებასთან" ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანები, ან ყოფილი მხარდამჭერები. ელექტორალური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველზე ბოლოს იქნება პრობლემა", - აცხადებს იოსელიანი.

როგორც ლევან იოსელიანი განმარტავს, პარლამენტში იმ პარტიებთან ითანამშრომლებს, ვინც მათი მოკავშირე იქნება საკითხების გადაწყვეტისას.

„მოკავშირეებს არ ვარჩევ პარტიების მიხედვით, მოკავშირეებს ვარჩევ საკითხისადმი მხარდაჭერის მიხედვით", - აცხადებს იოსელიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )