რეზონანსი
14.04.2021

პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელმაც დღეს "ქართული ოცნება" დატოვა, "ღამის კურიერის" ეთერში გიორგი გახარიაზე ისაუბრა.

რატომ მოიხადა ყოფილმა პრემიერმა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბოდიში, ამაზე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს უმრავლესობას გამოეყვნენ, ისევე როგორც გიორგი გახარია, აბსოლუტურად აცნობიერებენ ყველა იმ პროცესებს, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. თუმცა, "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფრის გააზრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ბოდიშია მოსახდელი.

"ბოდიშის მოხდა თავისი შინაარსით ცუდს არაფერს ნიშნავს, ამიტომ, თუ იქნება ბოდიში მოსახდელი, აუცილებლად მოვიხდით. რაც შეეხება 20 ივნისს, არ შეიძლება ამ საკითხით სპეკულირება"- აცხადებს ხოჯევანიშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დღეს "ქართული ოცნება" დატოვა და ყოფილი პრემიერის გუნდს შეუერთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )