რეზონანსი
15.04.2021

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში 13 წლის გოგო მე-3 სართულიდან გადმოვარდა. როგორც "ინფო რუსთავს" მოზარდის მეზობლებმა განუცხადეს, გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა.

არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

არსებობს ვერსია, რომ გოგონას გადმოვარდნა, შესაძლოა, ინტერნეტ თამაშს "ლურჯ ვეშაპს", ან სხვა რომელიმე ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდეს. ეჭვის საფუძველს იძლევა ​სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.

ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლის დირექტორის მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით მსგავსი დამთხვევები ეჭვს იწვევს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )