რეზონანსი
16.04.2021

ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მინდა შევაქო საქართველოს მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილების გამო, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა. ევროპარლამენტარი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ძალიან მიხარია ამ განცხადების გაკეთება . ეს არის ის, რაც ჩვენი მოწოდება იყო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებოდით. ამ რეკომენდაციას ვაძლევდით პოლიტიკურ პარტიებს და ძალიან გახარებული ვარ. პოლიტიკური კრიზისის დროს ყველა პასუხისმგებელია და ყველას მოვუწოდებდით მიეღოთ ზომები. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პირველი ნაბიჯი გადაედგა მმართველ გუნდს და მიეცა მაგალითი სხვებისთვის. ეს ნაბიჯი გადადგმულია. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და მმართველ ძალას წარმოადგენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს . მთელი გულით მივესალმები ამ ნაბიჯს. მე ვიცი და მესმის, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო აუცილებელი“, - განაცხადა კალიურანდმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )