რეზონანსი
16.04.2021

ძალიან გვიხარია, იმედი გვაქვს, შეთანხმება მოხდება და პარლამენტი სრულფასოვანი იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერა შეაფასა.

ამასთან, როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მისასალმებელია.

„ოფისში ვხუმრობდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საღამოს გადაგვფარა. დილით ვთქვით, რომ პარლამენტის შენობაში მივდიოდით ორშაბათს იმ ფორმით, რაც დაანონსებული გვქონდა, ამან ინტერესი გამოიწვია ჟურნალისტებში, საღამოს კი ჩვენთვის მოულოდნელად, არჩილ თალაკვაძემ ასეთი განცხადება გააკეთა.

ძალიან გვიხარია. ჩვენი გეგმა იმ შემთხვევაში იყო შემუშავებული, როდესაც შეთანხმება ვერ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება მოხდება და პარლამენტი სრულფასოვანი იქნება. ჩვენი მოთხოვნა იყო პარლამენტი გვქონოდა, იქ შესაძლებელი ყოფილიყო საუბარი. ეს ინიციატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია. ახლა მთავარია დაზუსტდეს, ბევრი კითხვები არსებობს“,-აცხადებს მეგრელიშვლი.

ამასთან, როგორც მეგრელიშვილი დასძენს, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, „გირჩი“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.

„თუ შეთანხმება მოხდა, ჩვეულებრივად შევდივართ, როგორც სრულფასოვანი პარლამენტის წევრები, სრულად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ორშაბათიდან გავარკვევთ სიტუაციას ბევრად უფრო მარტივად და ადეკვატურად, ვიდრე შეიძლებოდა იმ ფორმატში გაგვერკვია, სადაც ახლა ვართ“, -აცხადებს მეგრელიშვლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )