რეზონანსი
16.04.2021

დღეს პარასკევია და ამ საღამოს ძალიან ძნელია კოლეგებთან კონსულტაციების გამართვა. ორშაბათს პარლამენტში მისვილისთანავე საქართველოზე დავიწყებ ევროპარლამენტარებთან საუბარს. ორშაბათს პირველი ამას გავაკეთებ, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა

„ჩვენ, ევროპარლამენტის 7მა წევრმა გავავრცელეთ განცხადება ამასწინათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. განცხადებით მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს კომპრომისზე წასულიყვნენ და ხელი მოეწერათ დანიელსონის დოკუმენტზე. დღეს მმართველმა ძალამ, ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს და ვალდებულები ვართ ამ განცხადების ხელმომწერებემა რეაგირება მოვახდინოთ. განცხადების ხელმომწერმა დეპუტატები ერთობლივად უნდა მივესალმოთ და ვაღიაროთ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად. ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გვქონდეს საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის, რომ ახლა მათი ჯერია, მათ ველოდებით და ამჯერად მათი მხრიდან კომპრომისზე წასვლის დემონსტრირებაა საჭირო“, - განაცხადა კალიურანდმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )