რეზონანსი
16.04.2021

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში იხსენებს, რომ კრისტიან დანიელსონთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს, რომელიც დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა, მოლაპარაკების პროცესში "ქართული ოცნება" 1 საათის განმავლობაში იყო ჩართული, ხოლო დანარჩენი დრო მედიატორმა ოპოზიციის დასათანხმებლად გამოიყენა.

"თუ არ ვცდები სადღაც 6-7 საათი ვიყავით საერთო ჯამში ყველა იმ ბოლო შეხვედრაზე, აქედან 5 წუთი ვიყავით ჩვენ, "ქართული ოცნება" მედიატორთან კონტაქტში, ასე ვთქვათ, ცალკე შეხვედრა გვქონდა 5 წუთიანი, დაახლოებით 1 საათამდე იყო საერთო შეხვედრა.

1 საათი ვიყავით ჩვენ ჩართული ამ პროცესში დანარჩენი 6 თუ 5 საათი ვიჯექით ასე მოლოდინში, როდესაც ჩვენს პარტნიორებს, მედიატორს ოპონენტები ხან ცალ-ცალკე, ხან ჯგუფ-ჯგუფად გაჰყავდა და ცდილობდა რამენაირად დაეთანხმებინა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )