რეზონანსი
17.04.2021

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, ორგანიზატორებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე არ დაუშვეს- ამის შესახებ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეებმა უთხრეს, რომ ის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამო მოსთხოვეს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება.

"მითხრეს, რომ მე ვარ ოპოზიციური პარტიასთან დაკავშირებული, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, ჩემი იქ ყოფნა მათთვის არ არის სასურველი, და უნდა დამეტოვებინა ის ადგილი, ეს ხდებოდა ქუთაისში, თეატრის წინ. აქციის მონაწილეები, იმ მომენტში ვინც იყვნენ იქ, ყველა ხედავდა ამ ამბავს, მარტო არ ვყოფილვარ ოთხნი ვიყავით, როცა პროვოკაციის და ჩხუბის სუნი მეცა მეც და ჩემმა მეგობრებმა უკან დავიხიეთ, ასე იყო საჭირო, თბილისიდან ჩასულებმა დავტოვეთ ტერიტორია და დავბრუნდით უკან. ან რომელი პოლიტიკოსი ჩემში ნახეს, ან რომელი პოლიტიკასთან დაკავშირებული პირი",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა report.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში, 170 დღეს ადამიანები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )