რეზონანსი
17.04.2021

ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე მმართველი პარტიის ხელმოწერა ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე არ ცვლის.

„დღევანდელი შეხვედის მთავარი საკითხი იყო 15 მაისის აქციისთვის მზადება და ის მთავარი სამუშაო რაც უნდა გაწიონ პარტიებმა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობვა აქვს, რადგან როგორც ჩანს, პროტესტია ის ერთადერთი გზა, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს საბოლოო შეთანხმებისთვის.

რაც შეეხება დოკუმენტს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხია დასაზუსტებელი. მათ შორის, მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა საკითხი, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება - საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მედიატორებს. ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )