რეზონანსი
17.04.2021

19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება რიყეზე ამფითეატრში, სადაც ხმამაღლა გაცხადდება სტრატეგია, რას ვაპირებთ 15 მაისს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატმა განიხილა მიმდინარე მღელვარე გაზაფხულის სტრატეგია, რომელმაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა რეჟიმის მშვიდობიანი, საარჩევნო გზით შეცვლამდე.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომ დადგა დრო, მივმართოთ სახელწიფო დეპარტამენტს, ევროპის კავშირს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, რაც დააჩქარებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცივილიზებულად და სამართლიანად. 19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტ-ელიტის შეკრება რიყეზე ამფითეატრში, სადაც იქნება სტრატეგია ხმამაღლა გაცხადებული, რას ვაპირებთ 15 მაისს. ხოლო 15 მაისს მთელ საქართველოს ველოდებით რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ ამისათვის, სწორი ორგანიზაციული დაგეგმვისთვის დღეს ჩატარდა აუცილებელი ღონისძიებები. ჩვენი ნაბიჯია იგივე და იგივე, ახალი არჩევნების თარიღი, მანამდე პოლიტიკური პატიმრები გარეთ, დანარჩენი რეფორმები რაც არის გასაკეთებელი და აუცილებლად არის მათი განხორციელება საჭირო, სასამართლო იქნება საარჩევნო თუ ეკონომიკური, ამას გააკეთებს პარლამენტში მოსული მრავალპარტიული ოპოზიციური კოალიცია. იმედია, „ოცნების" ნარჩენები ისხდებიან იქ პატარა ნარჩენებად. რეფორმები უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა მოვა ახალი პოლიტიკური ძალები, დღეს ჩვენ გვინდა პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოშვება და ახალი არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ კრიზისი განიმუხტა და დაძაბულობა გადაიზარდა უკვე აღმშენებლობით მშვიდობიან საარჩევნო პროცესში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )