რეზონანსი
17.04.2021

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში “ნამახვანჰესის” საწინააღდეგო აქციას ეხმაურება.

მისი თქმით, ამ ბრძოლას ნამაჰვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ვერ მოიგებენ, რადგა  ისინი მართლები არ არიან.

„მესიჯბოქსში საინტერესო ცვლილებებია. როგორც ჩანს, „ნამახვანის“ წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ „გათურქების“, „სამშობლოს გაყიდვის“, „თურქული ოკუპაციის“, „5000 თურქის ჩამოსახლების“ და სხვა მსგავსი ბოდვების შესახებ გამოგონილი მითები უკვე აზრს კარგავს. ალბათ მიხვდნენ, რომ საზოგადოება არც ისე სულელია, რომ უსუსური და პარანოიდული ფსევდოსაფრთხეებით საზოგადოებრივი აზრი შეცვალო. შესაბამისად, მიდგნენ მათი ბრძოლის მთავარ ფაზას – საერთოდ არ უნდა აშენდესო, გინდ თურქი იყოს, გინდ ამერიკელი და გინდ ქართველი, მორჩა და გათავდაო!

ამ ახალგაზრდა ბიჭს არ ზოგავენ, ყველანაირად იყენებენ და გაუგონარ სისულელეებს ალაპარაკებენ. ხვდებიან, რომ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობამ აზრი დაკარგა და ნელ-ნელა მათი პროტესტი ფერმკრთალდება, უბრალოდ შინაარსს კარგავს. ამიტომ ბოლო ძალებს იკრებენ და უკვე ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეხებიან, როგორიც კერძო საკუთრება და, ზოგადად, კაპიტალისტური (ანუ თანამედროვე) პრინციპებია.

პრაქტიკულად, ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღიარებითი ჩვენება ჩვენება მისცა „თურქოფობიის“ უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ბევრჯერ მითქვამს, რომ ხელოვნურია ის თურქოფობია, რომელიც აქციებზე ისმოდა – დღეს ეს თავადაც დაადასტურეს. ასე რომ, უკვე საკუთარ შეცდომებზევე იტეხთ კისერს. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ვერ მოიგებთ, იმიტომ, რომ არ ხართ მართლები!“ – წერს გვიდიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )