რეზონანსი
17.04.2021

„ჩვენი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე არის მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, როდესაც 48%-ზე მეტი მივიღეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გახარიას გუნდს პერსპექტივა არ აქვს.

„წინასწარ არავისთვის მიუწოდებიათ ინფორმაციაც კი. ცდილობდნენ გარკვეული წევრების გადაბირებას, ეს არ არის სწორი საქციელი და როდესაც ასეთი ქცევით იწყებ, ბუნებრივია, ამას ექნება შესაბამისი გაგრძელება. ასეთი ფორმებით პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ისინი იყვნენ უმეტესწილად, მისი თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით რაიმე პერსპექტივა ამ გუნდს არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )